Monday, May 6, 2019

Wings for Life World Run Kakheti 2019







მსოფლიო რბენაზე უკვე მეექვსედ ვიყავი.

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სპორტული ღონისძიებაა და თან რადგან აქვე თელავთან ახლოსაა არასოდეს გამომიტოვებია.

წელს არასახარბიელო ამინდი უძღვოდა წინ რბენას და შესაბამისად  უცნაური გარემოც დაგვხვდა იქ მისულებს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ გადავწყვიტე გასული წლებისგან განსხვავებით წელს ივენთი მხოლოდ ფართო კუთხიანი ლინზით გადამეღო. არ ვიცი რა და როგორ გამომივიდა, მაგრამ აქცენტი მაქსიმალურად გავაკეთე: გარემოზე, პროპორციებსა და სცენის მიღმა კადრებზე, სადაც ძირითადად ჟურნალისტების მუშაობა ჩანს.

სამწუხაროდ რბენის შემდეგ არაფერი გადამიღია, რადგან ჯერ ბატარიები დამიჯდა და იმათ დატვირთვას ველოდებოდი და მერე კონცერტმა შემიყოლია და მეც ბოლომდე როგორც მუსიკის მოყვარული ისე ვიდექი სცენასთან.


























































წელს მედიისათვის გამოყოფილმა პოლიციის პიკაპებმა მხოლოდ მეხუთე კილომეტრამდე წაგვიყვანა და ისეთი ფუფუნება ნამდვილად არ გვქონია, ისინი გადაგვეღო ვინც პირველ სამეულში ან ხუთეულში გარბოდა. 

იმედია მომავალ წელს ამინდიც და ორგანიზებაც უკეთეს დონეზე იქნება და იმ საცობებსა და ქაოსსაც ავცდებით, რაც მთელ ღონისძიებას თან გასდევდა.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...