Friday, April 6, 2018

უცხოგრაფი - მარტის შეჯამება (2018)






გქონდეს უამრავი საქმე და იყო მოწესრიგებული - ეს ჩემი მიზანია.

ჩემთვის წესრიგი იქიდან იწყება, როცა მე ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ და შესაბამის ადგილს ვუჩენ. ადრე ქაოსური ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემ ძელ მეს ვაჯობე და ვცდილობ ყველაფერი დავახარისხო. მათ შორის გასული თვის მონაპოვარის დახარისხებაც ჩემი ტრადიცია გახდა.

მართალია ეს პოსტი გასული თვის ბოლოს უნდა დაწერილიყო, მაგრამ საქმეებიდან გამომდინარე, ის დაგვინდა და აგერ 6 დღის შემდეგ გამოვაქვეყნე.


მარტში სულ სტუდიაში 10 შეკვეთა შემოვიდა , 

11 ფოტო და 1 ვიდეო მომსახურება, მათგან ყველა წარმატებით შესრულდა.

გავაგრძელეთ - 

ერთი ვიდეო მომსახურების შესრულება, რომელიც 9 თვიანი პროექტია.

ასევე შედგა მოლაპარაკება 4 თვიან რეალითი შოუს პროექტზე რომელიც აპრილში იწყება.




















პირველი სელფი უცხოგრაფის ახალი ოფისიდან

სულ შესრულებული 9 ფოტო მომსახურებიდან:

1 კომეციული ფართის ინტერიერის და ექსტერიერის ფოტოები,
4 ტრენინგის,
1 პროექტული ფოტორეპორტაჟის,
1 საფეხბურთო ფოტორეპორტაჟის,
2 საკონკურსო ღონისძიების.

მარტში შესრულებული 10 შეკვეთიდან: 

1 - B2B ( Business to Organisation)
9 - B2O ( Business to Customers).

შემდეგი თვისათვის ამ ეტაპზე 1 შეკვეთა მივიღეთ.

მარტის გამორჩეული მოვლენა 1 წარმატებული ბლოგ პროექტი "თამარას ფოტო ამბები" და ოფისის გახსნაა.







რაც შეეხება სოც მედიას და ბლოგს:

ამ თვეში ფეისბუქის გვერდი საკმაოდ აქტიურად მუშაობდა და შესაბამისად მაღალი ჩართულობაც იყო;

სულ ბლოგზე 19 პოსტი გამოვაქვეყნეთ რაც რეკორდულია. "400 000 გეგმის" მიხედვით, რომელიც ჩვენი წლის გეგმაა, სულ ამ თვეში 13 სტატია გვჭირდებოდა (სულ წელიწადში 150) და ის წარმატებით შევასრულეთ.

ასევე წლის გეგმის შესასრულებლად თვიური 35 402 ნახვა იყო საჭირო, რომელის ნაცვლადაც 40 811 ნახვა მივიღეთ.



ამ ეტაპზე სულ ეს იყო;

გაგვიაზიარეთ რას ფიქრობთ ჩვენ შესახებ, რამდენად მოგწონთ ჩვენი შეჯამებები და შემართება?

მომავალ შეხვედრამდე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...