Saturday, March 24, 2018

ფოტო ამბავი "მარტოობის მიღმა"



რამდენიმე თვეა, რაც ფანჯრის მიღმა გარემოს, ფარდაში შემოღწეულ მზის სხივებსა და სხვადასხვა ამინდის ხასიათს ვიღებ, უმეტეს შემთხვევაში მზის ჩასვლის დროს, მაგრამ ზოგჯერ უმზეო დღეც გამოერევა ხოლმე.

მგონია, რომ ძალიან მშრალად დავიწყე ამ ამბის თხრობა. 

აბა, რა გითხრათ მეც არ ვიცი რატომ.


მოკლედ, ყველაფერი იქიდან დაიწყო როცა ვიგრძენი, რომ საკუთარ ოთახში მარტო დავრჩი.

აი ასე, სულ მარტო.

მარტო უნდა დამეძინა ოთახში, სადაც მეორე საწოლი ცარიელი იყო, დღეც და ღამეც.

ღამე ჩაძინება მიჭირდა, დილით კი თვალის გახელა და ადგომა.

პანიკური შეტევისგან საათობით ვიწექი ხოლმე ჩაბნელებულ ოთახში. 

მხოლოდ ფარდის გვერდიდან შემოპარულ მზის სხივსა და ქსოვილში გარდასახულ ფერად სინათლეს  ვუსწორებდი თვალს.

დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ შევძელი, რომ ყოველდღიურობისგან გამოწვეულ აპათიასთან ბრძოლა დამეწყო, აზრი მიმეცა ერთფეროვნებისთვის და შევგუებოდი, რომ ერთ დღესაც ასე დავრჩებოდი, მარტო. ალბათ ასე იყო საჭირო, რომ მესწავლა ამ ტკივილისგანაც კი ჩემთვის სასარგებლო რამ. 

არ ვიცი, ბოლომდე შევძელი თუ არა ეს ყველაფერი.

მგონია, რომ ისევ ვიბრძვი. სადაც არ უნდა წავიდეთ, როგორც არ უნდა ვიგრძნოთ თავი, ბრძოლა ყოველთვის საჭიროა. ალბათ ასე იწრთობა ადამიანიც. 

უადამიანოდ  დარჩენილ ოთახში მზის სხივებთან დავიწყე კომუნიკაცია. 

რა სიგიჟეა!

შეიძლება.

ბოლოს, საკუთარი ოთახის გარდა, სხვისი ოთახის ფანჯრის მიღმა გარემოსაც ვიღებდი.


დღემდე ასეა.

აი, ასეთი საინტერესო ფოტო კოლექცია მივიღე ბოლოს.
მაგრამ გაგრძელება იქნება?! რა თქმა უნდა იქნება.

გემშვიდობებით მომავალ ფოტო ამბამდე და გიტოვებთ ფოტოებს, რომლებიც ამბებს ყვებიან, განსხვავებულს და მრავალფეროვანს, გარდასახულს ერთფეროვანი გარემოდან. 

პ.ს. შთაბეჭდილებების გაზიარება კი არ დაგავიწყდეთ. :) 💖


                  























ავტორი: თამარ შოშიტაშვილი





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...