Wednesday, January 31, 2018

უცხოგრაფი - იანვრის შეჯამება (2018)





















გასულ წელს იმდენად ბევრი რამე მოხდა უცხოგრაფში და მის გარშემ, რომ წლის ბოლოს ხეირიანად ანგარიშის დაწერაც ვერ მოვახერხე, რადგან არსად მეწერა და არც არაფერი მქონდა აღრიცხული.

სწორედ ამიტომ 2018-ის დასაწყისში მყარად გადავწყვიტე ბიზნეს კალენდარის და რაპორტების წარმოება, ასევე ყველაფრის ბლოგზე თავმოყრა. მგონი მშვენიერი აზრია წლის შემაჯამებელი სტატიის გასაადვილებლად. ფაქტიურად 12 რეპორტს მოვამზადებ და მერე იქიდან ერთს უმარტივესად ავაწყობ, თანაც ისე, რომ ყველაფერი ცხადად მექნება ხელისგულზე და არაფერიც გამომეპარება.

ახლა საქმეზე და იანვარზე გადავალ.

მოკლედ იანვარში უცხოგრაფში 10 შეკვეთა შემოვიდა, რომელიც დავაკმაყოფილეთ: ამათგან
7 ფოტოზე,
1 ვიდეოსა და
2 "სხვა" კატეგორიაში, რომელშიც ინავარში DJ მომსახურება შევიდა.





ფოტოს 7 შეკვეთიდან:

3 კორპორატიული წვეულების,
1 ქორწილის,
1 დაბადების დღის,
1 ბიზნეს მითინგის და კონფერენციის,
1 სარეკლამო (ღვინი ბოთლების პორტფოლიო) გადაღებაზე.

1 დაბადების დღის ვიდეოს და 2 კორპორატიულის DJ გაფორმებაზე.

შემოსული და შესრულებული 10 შეკვეთიდან 

3 -  B2B -  ( Business to Business)
7 - B2C - ( Business to Customer)

ამ თვეში ერთი ვიდეო დავამზადეთ, რომელიც წინა თვეს გადავიღეთ და ის B2O (Business to Organisation) შეკვეთა იყო.

იანვარში მივიღეთ შემდეგი თვის 2 შეკვეთა, რომელიც ფოტო მომსახურებას ეხება.

იანვრის გამორჩეული მოვლენა "უცხოგრაფის" ოფისის სარემონტო სამუშაოების დასრულებაა, სადაც თებერვლიდან გადავალთ.

კორპორატიული წვეულების გადაღება კოლეგასა და მეგობარ გიო მაჭავარიანთან ერთად


რაც შეეხება სოციალურ მედიას:

ბლოგზე მხოლოდ 3  სტატია გამოვაქვეყნეთ. რამაც ნახვების და ვიზიტორების ვარდნა გამოიწვია და მთლიანობაში თვიური 8000 ნახვა მივიღეთ. რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია გასული ერთი წლის განმავლობაში.

ამჯერად სულ ეს იყო ;)

საინტერესო იყო თქვენთვის ასეთი ფორმით თვის შემაჯამებელი ანგარიშის ხილვა?
რა შეიძლება დავამატოთ მომავალ თვეს?
მოგვწერეთ ;)

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




თორნიკეს და ანუკას საქორწინო ფოტოსესია + ნათლობა












სანამ თორნიკე და ანუკა ჯვარს დაიწერდნენ, ჯერ პატარა ვაჩე მონათლეს, რომელიც გამორჩეულად პოზიორობდა იმ ბავშვებს შორის, ვინც ნათლობებში გადამიღია. მას შემდეგ რაც პატარა გაქრისტიანდა, მშობლების ჯერიც დადგა. გარდა ეკლესიისა, მოკლე ფოტოსესია წინანდლის ბაღშიც გადავიღეთ, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა, თუმცა სიმწვანის და საინტერესო კომპოზიციების ძებნა გარეთაც არ გაგვჭირვებია.

შეფასებები თქვენსთვის მომინდვია. მე კი კიდევ ერთხელ ვულოცავ წყვილს დაოჯახებას/ვაჩეს გაქრისტიანებას და ბედნიერებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ.































































ფოტოგრაფი : გიო ბეჟანიშვილი

ფოტოედიტორი: დავით კობიაშვილი





Saturday, January 27, 2018

კვირის სეირნობები vol. 1 - თელავი 2018







"კვირის სეირნობები" ჩემი ტერმინია, რომელსაც ხშირად ვიყენებდი და ის ჩემს ლექსიკონში 2014 წლიდან გაჩნდა, როცა საერთოდ უცხოგრაფი გამოჩნდა. უცხოგრაფი მაისში დავაარსე. მაგ დროს კახეთის საინფორმაციო ცენტრში ვმუშაობდი, თუმცა ქალაქში წანწალის და გადაღების სურვილი დიდი იყო, ამიტომ გადასაღებად ძირითადად შაბათს ან კვირას გავდიოდი. უფრო კვირაობით და სახლში დაბრუნებული ფოტოების არქივაციის დროს, ფოლდერებს "კვირის სეირნობებს" ვარქმევდი.

გასულ წლებში კომერციული საქმეებიდან გამომდინარე "კვირის სეირნობებისთვის" ნაკლებად ვიცლიდი. ამაზე გული ძალიან მწყდებოდა და გადავწყვიტე წელს ის ისევ აღვადგინო. ეს პირველი გასეირნებაა 2018 წელს, ჩემს ქალაქში.

დღეს საკმაოდ ღრუბლიანი დღე იყო და შუქებით მაინცდამაინც ვერ ვითამაშე. თუმცა შევეცადე მაინც გადამეღო საინტერესო კუთხეებიდან. ფერებიც სატესტოა და იმედია თქვენს აზრს კომენტარებში დატოვებთ, როგორ მოგეწონათ ეს ფერების სტილი.

მაშ ასე შეფასება თქვენთვის მომინდია.












 






 

 

















 





 
 
 


























ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...