Saturday, September 23, 2017

გრემის სოფლის ფესტივალი / Gremi Rural Festival



გრემის სოფლის ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ფესტივალი აღმოჩნდა, რაც ფესტივალები გადამიღია მათ შორის.

ფესტივალი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის და პროექტის "Countryside Magic"-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროპის კომისიის „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ფესტივალი ორგანიზებული იყო პროექტის ქართველი, დანიელი, სომეხი,
ნორვეგიელი, იტალიელი და ესტონელი ახალგაზრდა მონაწილეების მიერ. როგორც  პროექტის მონაწილე ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებს პირველი დღიდან ვაკვირდებოდი. ეს იყო საინტერესო 6 დღიანი შრომა, გუნდური მუშაობა და ხალისით სავსე კომუნა.

სიტყვა კომუნა ტყუვლად არ მიხსენებია. ფესტივალი ორგანიზაცია "თემში" გაიმართა, რომელიც კომუნაა და 80 ადამიანს აერთიანებს, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობების შეზღუდვა აქვთ. ამ შვიდი დღის განმავლობაში რაც 30-მდე პროექტის მონაწილემ კომუნაში ვიცხოვრეთ, ძალიან დავუმეგობრდით და გავახალისეთ იქ მაცხოვრებლები, რომლებიც ყოველთვის მზად იყვენენ ჩაგხუტებოდნენ ან ხელი ჩაეკიდათ და ასე ეტარებინეთ. ვფიქრობ სწორედ ეს სითბო იყო, რამაც ფესტივალი ასე საოცარი და მართლაც მაგიური გახადა.

იმედს ვიტოვებ მსგავსი ფესტივალები ხშირად იქნება კახეთში და უფრო მეტად შევძლებთ ვიყოთ ახლოს იმ ადამიანებთან, ვისაც ასე ძალიან ჭირდება ყურადღება და მხარდაჭერა.






















                                                                                                                                                         














































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...