Sunday, November 6, 2016

მიტოვებული შენობების ფოტოგრაფია (Urbex) - 5 ჟანრი, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ



მოუვლელი ფოტოგრაფია, ხშირად ურბანულ კვლევასაც უწოდებენ, ან უბრალოდ Urbex_ი არის ხელოვნება მიტოვებული შენობების ძებნის, კვლევის და  გადაღების. თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ და დოკუმენტური, ან არქიტექტურული ფოტოგრაფია გიტაცებთ, ეს უდიდესი ჟანრი აუცილებლად უნდა სცადოთ. მიუხედავად იმისა, რომ მიტოვებული შენობები ყოფილი დიდების ჩრდილშია მოქცეული, ისინი შესაძლოა ექტრემალურად ფოტოგენური ადგილები აღმოჩნდეს და უნიკალური და თვალწარმტაცი შედეგი მოიტანოს.



მოიძიეთ ნებართვა

გარშემო მიტოვებული ადგილების გასაოცარი რაოდენობაა. შესასწავლად ყველაზე ბევრია ძველი საცხოვრებელი სახლები, მაგრამ ასევეა საავადმყოფოები, ეკლესიები, მატარებლის სადგურები, ქარხნები, სამხედრო ადგილები და სხვა. უმეტესი ნაწილი კერძო მიწაზეა, ასე რომ სანამ გადაღებას დაიწყებთ მიწის მფლობელისაგან ნებართვა დაგჭირდებათ. აუხსენით რომ დოკუმენტური ფოტოგრაფი ხართ და ეს ფოტოები მხოლოდ პირადი გამოყენებისათვის გინდათ. თქვენ ყოველთვის თანხმობას ვერ მიიღებთ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ შენობის დარბევას არ აპირებთ ბევრად მეტი შანსი გექნებათ. თუ საკუთრებაში უნებართვოდ შეხვალთ  კანონს დაარღვევთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლოა თავი საფრთხეში ჩაიგდოთ. დამპალი შენობები სტრუქტურულად მდგრადი არ არის და ხშირად გატეხილი მინებით არის სავსე, შესაძლოა სახურავის ფილაც ჩამოვარდეს. ამიტომ ყოველთვის ატარეთ ჩექმა, მაგარი ძირით და კოჭის დამჭერით, ასევე ატარეთ წყვილი ხელთათმანი, რათა დაცემის შემთხვევაში ხელი არ გაგეჭრათ. ატარეთ ფარანი და მობილური ტელეფონი  და ყოველთვის გყავდეთ გვერდით ვინმე.



,,მიიღეთ არაფერი ფოტოების გარდა, დატოვეთ არაფერი ნაკვალევის გარდა“ – ეს დოკუმენტური ფოტოგრაფიის ძირითადი პრინციპია.



აირჩიეთ კომპლექტი

ინტერიერების უმეტეს ნაწილში სივრცე საკმაოდ მჭიდროა, ასე რომ ულტრა ფართოკუთხიანი ობიექტივი იდეალურია. შეგიძლიათ თქვენი ლინზებით მიიღოთ სიშორე მაქსიმალური 18მმ, მაგრამ თუ გსურთ რაიმე იდეალურად ფართო აირჩიეთ Sigma’s 10-20mm_ს მსგავსი.  full-frame_ის მომხმარებლებისათვის რაიმე 14-20მმ_ს შორის იდეალურია. მეორე ვარიანტია უფრო პატარა CSC , ან პრემიუმ კომპაქტური კამერა, რადგან ისინი გაცილებით მსუბუქია და მეტად პორტატული, რაც Urbex_ისათვის იდეალურია. ქვემოთ ორ ღირებულ მოდელს განვიხილავთ.

სავარაუდოდ იქ კარგი განათება არ იქნება, ასე რომ თუ კამერა თავად გიჭირავთ შეარჩიეთ საკმაოდ ფართო დიაფრაგმა, დაახლოებით f/5.6. ეს სწრაფ ჩამკეტის სიჩქარეს გამოიწვევს, რომელიც უზრუნველყოფს, უმეტესი, ან მთელი სცენის სიმკვეთრეს. შეიძლება მაღალი  iso დაგჭირდეთ, მაგრამ 3200_ს არ გადააჭარბოთ, რათა ციფრული ხმაური არ მივიღოთ. ზოგიერთი ადგილისათვის შეიძლება უფრო პრაქტიკული შტატივი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში გადაიღეთ f/11 და  ISO100. ფართოკუთხიან ინტერიერებთან ერთად სცადეთ დეტალების გადაღებაც, როგორიცაა საინტერესო საგნები და აქერცლილი ნახატები შენობებზე.



სრულყოფილი Urbex კამერები

Panasonic GF7 £310

16 მეგაპიქსელიანი GF7 ერთ–ერთი ყველაზე მსუბუქი და იაფი CSC_ა ბაზარზე და როდესაც მასზე ამაგრებთ 12-32მმ ლინზებს (24-64მმ ექვივალენტის) ეს შედარებით კომპაქტურია. მას მოყვება ჩამონტაჟებული ეკრანი და მაშუქი. ხელმისაწვდომია შავი, თეთრი და კაკაოსფერი.







251გრამიანი  და 16,2 მეგაპიქსელიანი ეს კომპაქტური კამერა უაღრესად მსუბუქი და პორტატულია და შესანიშნავ სურათის ხარისხს გვთავაზობს. ფართო 18,3მმ_იანი (29მმ ექვივალენტი) ლინზები ისე იკეცება, რომ GR II ადვილად სატარებელია ჯიბით, urbex ფოტოგრაფიისათვის იდეალურია.




მიიღეთ დასამახსოვრებელი ფოტოები მიტოვებულ ადგილებში



გერმანელი ხელოვანი ლარს ფელდჰაუსი ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო Urbex_ის ფოტოგრაფია. იგი მიტოვებულ ადგილებს მთელს მსოფლიოში იღებს. ჩვენ  ვთხოვეთ მას მოეცა რჩევები, როგორ მივაღწიოთ საუკეთესო შესაძლო შედეგებს.

უყურეთ ნაფეხურებს

მიტოვებული ადგილები შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, კარგად დააკვირდით არასასიამოვნო ადგილებს და სამოგზაურო რისკებს, კედლებს, იატაკს და ჭერს, რომლებიც არასტაბილურად გამოიყურება. აგრეთვე გაითვალისწინეთ, რომ ისინი შეიძლება სხვებმაც იცოდნენ. მიტოვებული ადგილები არასასურველი ადამიანებისათვის თავშესაფარია.

არასდროს წახვიდეთ მარტო

მე ყოველთვის მინიმუმ ერთი ადამიანი მიმყავს მიტოვებულ შენობებში. უამრავი რამაა, რაც შესაძლოა არასწორად წარიმართოს და მნიშვნელოვანია რომ მხოლოდ საკუთარი თავის ამარა არ იყოთ.

კარგად გაახილეთ თვალები

სადაც წახვალთ, კარგად მოათვალიერეთ იქაურობა, საოცარია იმდენ რამეს იპოვით! გაარკვიეთ ვინაა მფლობელი და სთხოვეთ ნებართვა შეგიშვათ. ზოგჯერ თანხმობას გეტყვიან, ზოგჯერ არა, მაგრამ საუკეთესო იქნება თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებთ.

გადაიღეთ ხანგრძლივი ექსპოზიციით

მიტოვებული შენობების უმეტესობას ძალიან პატარა სინათლე აქვს, ასე რომ მე ყოველთვის მიმაქვს შტატივი. ეს საშუალებას მაძლევს გადავიღო ყველაზე დაბალი მგრძნობელობით, რაც შესაძლებელია, რათა ფოტოს საუკეთესო ხარისხი მივიღო. ძალიან ბნელ ადგილებში ექსპოზიცია რამოდენიმე წუთს გრძელდება, ისე დიდხანს რამდენიც შესაძლებელია.

გადაიღეთ სცენა

შეიძინეთ ფართოკუთხიანი ლინზები, რათა მაქსიმალურად შესაძლებელი ჩარჩო მიიღოთ. მე ვიყენებ ქენონის 10-22მმ ლინზას და აგრეთვე 50მმ ლინზას დეტალური კადრისთვის.



და ბოლოს, დაიწყეთ ახალი პროექტი

გამოიყენეთ მათი გამოცდილება ვინც თქვენამდე ატარებდა ექსპერიმენტებს სანამ გაძლიერდებით და გააფართოვებთ თქვენს ფოტოგრაფიას.

ისწავლეთ თავად, გამოიკვლიეთ

ახალი ჟანრის ძიება თავიდან შესაძლოა ძვირი დაგიჯდეთ, რადგან ძნელია განსაზღვროთ რა გჭირდებათ რეალურად. სცადეთ ჟანრის მოკლე მიმოხილვა მოიძიოთ და როდესაც ზოგადი წარმოდგენა გექნებათ შეძლებთ მეტად კონკრეტული გახადოთ კვლევა. განსაკუთრებით წყალქვეშა ფოტოგრაფია ძალიან ტექნიკურია, ყველა სახის აღჭურვილობა უნდა გქონდეთ რომ ნამდვილად კარგი ფოტოები გადაიღოთ.

იმუშვეთ სხვებთან ერთად, შექმენით საზოგადოება

რატომ უნდა იბოდიალოთ ძველ მიტოვებულ შენობებში მარტო, როდესაც შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად წახვიდეთ?  არ არსებობს Urbex _ის მსგავსი ბევრი ჟანრი, რომელიც ასეთ ერთიან საზოგადოებას ქმნის.  უსაფრთხოების სათანადო  ზომების მიღებასთან ერთად დანგრეული შენობების შესწავლაში პატარა რისკი მაინცაა. თუმცა თანამოზიარე ურბანულ მაძიებელთა რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ უსაფრთხოების შენარჩუნებაში მაშინაც კი, როდესაც გაქვთ შიდა ინფორმაცია თუ სადაა უკეთესი ადგილები გადასაღებად. შეგიძლიათ მოაწყოთ შეხვედრები და ერთად შეისწავლოთ შენობები.

ისწავლეთ პროფესიონალებისაგან, იარეთ სემინარებზე

არ არსებობს ტექნიკის სასწავლად იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე პირისპირ ექსპერტისგან ისწავლოთ. როგორც მარტო ვარჯიშისგან ვერ მიიღებთ ისეთ შედეგს, როგორსაც პერსონალურ მწვრთნელთან ერთად, ასევე სპეციალიზებული კლასები ნამდვილად გადაიყვანს თქვენს უნარებს მომდევნო დონეზე. სემინარები შესაძლოა ძვირი იყოს, მაგრამ შესაძლოა ერთხელაც აღმოაჩინოთ, რომ ამ სემინარებით მიღებული შედეგები თავად გადაიხდიან, თუ თქვენს კადრებს ექნება შესაძლებლობა ფულად გადაიქცეს.


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: Practical Photography - July 2016 



1 comments:

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...