Wednesday, October 12, 2016

$ რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება საქართველოში ძვირი $

გამარჯობა, ვიცი ნაწილი თქვენთაგანი სტატიის წასაკითხად იმიტომ შემოვიდა, რომ გაუკვირდა რატომ უნდა ღირდეს კიდევ უფრო ძვირი, ისედაც ძვირადღირებული ფოტომომსახურება, რომელსაც ზოგჯერ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის ჯიბე ვერ წვდება. მაგრამ მომეცით საშუალება დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოში ფოტომომსახურება არც თუ ისე ძვირი ღირს და პირიქით ძალიან ხშირ შემთხვევაში იაფიცაა.







თუმცა, მოდი ჯერ კლიენტის (დამკვეთის) თვალით შევაფასოთ სიტუაცია და
ვისაუბროთ იმაზე რატომ არ უნდა ღირდეს ძვირი ფოტო სერვისი ისედაც გაჭირვებულ საქართველოში:


"გადაღებას რა უნდა, მიუშვირე და აჩხაკუნე"

არ გაგიკვირდეთ ეს ფრაზა თუ გაიგოთ, მე საკმაოდ ხშირად მომისმენია. ზოგჯერ საქმეში გაუთვიცნობიერებელი კლიენტი ფიქრობს რომ მთავარია გქონდეს კარგი კამერა და მისი გადასაღებ ობიექტზე მიშვერა არ დაგავიწყდეს/ დაგეზაროს, დანარჩენს არც ცოდნა და არც ზედმეტი ხლაფორთი არ ჭირდება. ამ ლოგიკით კამერა შეგვიძლია შევადაროთ სიცხის საზომ თერმომეტრს, რომელიც მთავარია საჭირო ადგილას (იღლიაში, პირის ღრუში) მოვათავსოთ და დანარჩენს თვითონ იზავს. ასეთი მიდგომით კლიენტი ყოველთვის იძვირებს თუნდაც მინიმალურ ჰონორარს, რომელსაც თქვენ დაასახელებთ. მოდი ფასებით ვისაუბროთ: აი ასეთ კლიენტებთან ნათლობის გადაღება რომ 200 - 300 ლარი დააფასოთ აუცილებლად გაოცდებიან და იტყვიან ხომ არ გაგიჟებულაო.

"აიფონითაც კარგად გადავიღებთ, მაგას რო არ შევაჭამოთ ამოდოლა ფული"

ბოლო პერიოდში სმარტფონების და აიფონების პოპულარობამ მსგავსი გაგების კლიენტების წარმოშობაც გამოიწვია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ კი სჭირდება გადაღებას ცოდნა და მთლად თერმომეტრს არ ადარებენ ფოტოკამერას, მაგრამ მთავარი მაინც ფოტოკამერაა და არა ფოტოგრაფი. რომ მათი აიფონიც საკმაოდ კარგ და ზოგჯერ შეიძლება უკეთეს ხარისხს იძლევა ვიდრე კამერა, შესაბამისად ძვირის გადახდა სულაც არ უღირთ. ამ ტიპის კლიენტები ჯერ იკითხავენ ფასს და თუ ოდნავ ეძვირათ მაშინვე იპოვიან "სასტავში" ისეთს ვისაც, სმარტფონი ან აიფონი აქვს და ზემო ხსენებულ ფრაზასაც მიაყოლებენ ზედ. მსგავს კლიენტებს ნათლობის 200-300 ლარიან პაკეტზე ყბა არ ჩამოუვარდებათ, მაგრამ ყიდვაზეც ვერ დაითანხმებთ.

"მაინც საქართველოა და გაჭირვება და იქნებ იაფში გამოგვიყვანოთ"

ამ ფრაზას ყოველთვის მოსდევს:

"თან ბევრს და განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, ძაანაც არ გაწვლებთ, დარბაზში რამდენიმე ფოტო გვინდა, მერე დაჯექი ძმაო და ჩვენთან ერთად იქეიფე."

მსგავსი კატეგორიის კლიენტი ნამდვილად აფასებს თქვენს ნიჭს და შემოქმედებას, წინა კატეგორიებისგან განსხვავებით უფრო მეტად ერკვევიან რომ კამერა ყოვლისშემძლე არაა და რომ მაინც ყველაფერი ფოტოგრაფზე და მის ხედვაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც საქართველოა და ეს თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ. ასეთი ხალხი ყოველთვის ცდილობს თქვენთან ძმურად და შინაურულად დარეკონ და ფასიც ძალიან არ გაიოცონ, არც აოცებთ, მაგრამ მაინც მოგიწოდებენ რომ იქნებ ცოტა იაფში გამოიყვანოთ. ხშირად ისინი სუფრაზე მიწვევით და ნაკლები წვალებით ცდილობენ დაკლებული თანხის კომპენსირებას.

შეიძლება სხვა კატეგორიებიც არის, შეიძლება კი არა, არის! ახლა ბევრს არ გავაგრძლებ, ნაწილი თვქენც შეგიძლიათ გაიხსენოთ კომენტარებში. სტატიის შემდეგ ნაწილში მინდა შევეხო ამ სიტუაციების ფოტოგრაფების მხრიდან ხედვას.



რატომ ღირს საქართველოში ფოტოსერვისი იაფი?

თუ ფასებს შევეხებით ჯობია კონკრეტიკას მივყვეთ და ციფრებით ვისაუბროთ. მოდი ქორწილის ფოტოგრაფების ანაზღაურება განვიხილოთ. ვიცი ფასები ამ სფეროში საკმაოდ მრავალფეროვანია და სტაჟზე და ცნობადობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც მოდი საშუალო ფასები განვიხილოთ.

ქორწილის ფოტოგრაფი 12 საათით :

ამერიკაში - 3000 - 7000 $
მექსიკაში - 1500 - 2500 $
კანადაში - 4000 - 6000 $
ავსტრალია - 1000 -2500 $
იაპონია - 3000 - 4000 $
ინდოეთი - 700 - 2000 $
სამხრეთ აფრიკა -700 - 2100 $
გერმანია - 1500 - 4500 $
უკრაინა - 600 - 800 $
ნორვეგია - 3000 - 4000 $

რაც შეეხება საქართველოს ჩვენთან რეგიონებში ფასები 200-400 ლარამდეა ანუ 80 - 160 $. თბილისში კი ფასების ფართო სპექტრია: დაწყებული 200 ლარიდან 1500 - 2000 ლარამდეა. ანუ 160 - დან 900 დოლარამდე. დაახლოებით იგივე ფასია რაც უკრაინასა და ინდოეთშია, ან თუნდაც სამხრეთ აფრიკაში. სხვა ქვეყნებთან შედარებით თბილისში საქორწინო ფოტომომსხურება 3 ან 4 უფრო ნაკლებია, რეგიონებში ხომ შედარებაც არ შეიძლება. ფასი 10- ჯერ ნაკლებია.

ვიცი, ვიცი რასაც ფიქრობთ.

- შე კაი კაცო გერმანიისა და ამერიკის ცხოვრებას ადარებ თბილისისა ან თუნდაც ჩხოროწყუს პირობებსო? ან ფოტოგრაფებს რას ადარებო, იტყვის მავანი. მესმის რომ ისინი განვითარებული, ხოლო ჩვენ განვითარებადი ქვეყნები ვართ. მაგრამ მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ:

 -  ფოტოტექნიკა ასე სეპარირებულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის არ გამოდის. 

ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ ნიკონის 24 - 70 მმ 2.8 დიაფრაგმიანი ლინზა (ობიექტივი) ამერიკელისთვისაც, გერმანელისთვისაც და ქართველისთვისაც იგივე ფასში 1. 796 დოლარში იყიდება.

ჰო ეს ლარებში 4238.26-ია!!!

4238.26 :)

ანუ მხოლოდ ამ ლინზის შესაძენად რომ ფული მოაგროვოს რეგიონში მოღვაწე ფოტოგრაფმა, მაგალითად მე -  უნდა გადაიღოს - 11 ცალი 400 ლარიანი ქორწილი. უარეს შემთხვევაში 22 ცალი 200 ლარიანი. ანუ კვირაში რომ ერთი ქორწილი გადაიღოს და ყოველ კვირას ქონდეს შეკვეთა ამ თანხაზე მან ზუსტად ხუთნახევარი თვე უნდა იშრომოს. მხოლოდ ამ ერთი ობიექტივის შესაძენად, თან სხვა არაფერში არ უნდა გაფლანგოს ეს ფული. ანუ ცარიელ პურზე უნდა იყოს, რომ ნახევარ წელში ეს ერთი ლინზა მაინც მოიქონიოს, როცა მისი კოლეგა გერმანიიდან თუ ავსტრალიიდან ერთი ქორწილის გადაღების შემდეგ შეიძენს. ხოლო იაპონელ ფოტოგრაფს ორიც კი მოუვა.

აი რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება ძვირი, იმიტომ რომ ტექნიკა არის საოცრად ძვირი. რომ კარგი ტექნიკის გარეშე შედეგს მიღება გაგიჭირდება, ყოველშემთვევაში კარგი ლინზების გარეშე.

კამერა ჯადაბას!

ფაქტია რომ მაღალი კლასის ლინზები უფრო ძვირია, ვიდრე კამერები.

არადა ნებისმიერ წყვილს რომ კითხო თავისი ქორწილისთვის საუკეთესო აპრატურით აღჭურვილი საუკეთესო ხედვის ფოტოგრაფი უნდათ. მაგრამ რამდენის გადამხდელები არიან? გადაიხდიან რეგიონებში სადაც ყოველი მეორე 200 - 300 ლარად იღებს, 800-1000 ლარს ფოტომომსახურებაში? ან თბილისში გადაიხდის ვინმე 3000 - 4000 ლარს მხოლოდ ფოტოგრაფში?



ფაქტია რომ ჩვენ ფოტოგრაფები მომსახურების სფეროში ვაბანდებთ ათასობით ლარს, ქორწილებში მივდივართ ჩანთებით რომლის შიგნითაც 5000-დან 15 000-მდე ლარის აპარატურაა. მაგრამ ამ ქორწინებიდან მხოლოდ 200 - დან 400 ლარამდე ვიღებთ.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ფასები უნდა გაიზარდოს. ხალხი უნდა მიხვდეს რომ მაღალი დონის ფოტოები უფრო ძვირი უნდა ღირდეს ვიდრე მათ ქორწილის ბოლოს ნასროლი ფეიერვერკი ან სულაც დაქირავებული მუსიკა. რომ ერთი კვირისა თუ ერთი თვის შემდეგ აღარავის ემახსოვრება რა ჭამა და რა დარჩა სუფრაზე შეუჭმელი, მაგრამ ყოველთვის მოიგონებს იმ საღამოს საოცარ დროსტარებას ფოტოებით თუ ვიდეო ჩანაწერით.

ვფიქრობ ეს წერილი, ერთნაირად დააფიქრებს როგორც დამკვეთებს, ისე ფოტოგრაფებს, რომლებიც დაბალ ფასზე მუშაობენ, ისევე როგორც მე. მე რომელიც ვიღებდი 50  და 100 ლარებად უზარმაზარ ივენთებს, მათ შორის ქორწილებს.

ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ თუ ფასი არ აიწევს წლიდან წლამდე ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ იყიდის თუნდაც ერთ ობიექტივს, ახალ კამერასა და დანარჩენ ტექნიკაზე აღარც მაქვს საუბარი.

და ვივლით ასე სულ ერთ წრეზე, შეზღუდული შესაძლებლობებითა და გაცვეთილი ტექნიკით.

აქ მე შევისვენებ და დაგითმობთ ასპარეზს თქვენ.

გთხოვთ თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი და შეხედულებები.

დროებით, მომავალ სტატიამდე.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ რომ აქ მხოლოდ ფოტოგრაფიაზე ვსაუბრობთ, რომ ვიდეო მომსახურებას ცალკე ფასები აქვს.

პატივისცემით გიო ბეჟანიშვილი

https://www.facebook.com/Utskhography





39 comments:

  1. ძალიან კარგი სტატიაა!!! დაბალი ფასით მხოლოდ დამწყებები და არაპროფესიონალები უნდა გამოირჩეს და პროფესიონალმა არ უნდა დაწიოს ფასი , რაღა მოხდეს განსხვავება და იგრძნოს დამკვეთმაც

    ReplyDelete
  2. auu midii shvilo raa, martlac rom shviloti mogmarto. mag fotoebshbi magxela fuli rogor unda gadayaro adamianma, profesionali arcerts gqviat saqartveloshi, atasshi erts naxavs kaci

    ReplyDelete
    Replies
    1. წაიკითხე სტატია საერთოდ? თუ არა, ტყუილად ნუ წერ და თუ კი, ესეიგი რაღაც პრობლემები გაქვს :დ

      Delete
    2. დოლ-გარმონი და 3 სართულიანი სუფრა პროფესიონალურია რაც მთავარია. წლების მერეც პროფესიონალურად გაგახსენდებათ მაგიდებზე აზელილი ხელუხლებელი საჭმელ-სასმელი :)

      Delete
    3. კარგით რა რა ქვეყნებს ედრებით მართლა, აქ საერთოდ ხელფასი რამდენი აქვს ხალხს იცით? ზოგიერთი 200 და 300 ლარის გამო მთელი თვე მუშაობს, კარგით რა, მესმის რომ დაბალია ნაზღაურებაა 200 ლარი, მაგრამ ქვეყანაში სადაც ხალხი შიმშილის პირას დგას რა ფოტოგრაფის ხელფასზე ედრები ამერიკას.

      Delete
    4. შიმშილის პირას თუ დგას რა ექორწილ-ეფოტოგრაფება? :) თან ვინმე თუ შიმშილისპირას დგას არ ნიშნავს რო ვინმე წელში უნდა გაწყდეს მისი ფოტოებისთვის. ზოგიერთი რო მთელი თვე მუშაობს 200 ლარზე იმას არ უნდა ჰქონდეს პროფესიონალი ფოტოგრაფის დაქირავების საშუალება. მე რო ჩემი ტექნიკის შესაძენად კრედიტი მაქვს გაკეთებული ვინმემ შეღავათით გამიკეთა არიქა ამ ქვეყანაში ხალხს შია და 200 ლარი აქვთ ხელფასიო? თუ ტექნიკა მომყიდა ვინმემ იაფად? :))

      Delete
    5. DJ ჩემი სათქმელი თქვი. ზუსტად ასეა.

      Delete
    6. მოდი მაშინ თქვენს კომენტარს ასე ვუპასუხებ , მე რომ ჩემი სტომატოლოგიური დანადგარების შესაძენად მაქვს კრედიტი გამოტანილი და ბევრად ძვირი ღირს ფოტოაპარატურაზე , დავადებ ერთი კბილის ამოღებას 100 ლარს .... ნორმალური იქნება ? საზღვარგარეთ ხომ იმხელა ფასებია და მეც რატომ არა .... ასე ?

      Delete
  3. იაფიან ფოტოგრაფს ვერ გააქრობ. ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც 500 ლარად ბაზრობაზე იყიდის კამერას, შექმნის ფეისბუქ-გვერდს და დაიწერს Jigary Photography. იტყვის ქორწილი 50 ლარი (პირობითად). შენ იტყვი 700 ლარი და გადაგერევა კლიენტი. აგერ კაცი 50 ლარად მიღებსო.

    როდესაც შემკვეთი დაიწყებს კარგი და ცუდი ფოტოს გარევას, მაშინ ყველაფერი თავისთავად დალაგდება.
    დღეს საქართველოში დამკვეთების 90% ვერ არჩევს კარგ და ცუდ ფოტოს. შესაბამისად ვერ ხვდება რატომ უნდა გადაგიხადოს შენ ვთქვათ 700 ლარი და რატო არ უნდა გადააღებინოს ჯიგარს 50 ლარად :))) "მშვენიერ" ფოტოებს იღებს ჯიგარი :)

    ერთი 20 ლარს წაუმატებს და მეორე ხელში ვიდეოკამერასაც დაიჭერს :)

    ReplyDelete
  4. რამოდენიმე ფაქტორია, რაც ხდის ფოტომომსახურების ბაზარს საქართველოში ისეთს, როგორიც არის. მთავარი ყბადაღებული მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორია. პირველ რიგში ნებისმიერს ურჩევნია (მათ შორის მეც), რომ ის $1800-იანი ლინზა $100-ად ვიყიდო. იგივეა ფოტომომსახურებაშიც. მაგრამ ნიკონი არ დამიკლებს ფასს და მეტყვის საბაზრო ფასი ეგაა და თუ გინდა იყიდეო. თუ მაგდენი არ მაქვს, უფრო დაბალ ფასიან ლინზას ვიყიდი მაგალითისთვის $500-იანს. ფოტომომსახურეობის ბაზარზეც ანალოგიურია. თუ გიღირს, უფრო ნაკლებ ფასად მოემსახურო, ემსახურები. თუ არა, მაშინ იპოვის ისეთს, ვინც მოემსახურება დაბალ ფასად. შეიძლება უკეთესი ტექნიკაც ქონდეს და ფოტოგრაფიც იყოს, შეიძლება არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. კლიენტები კი, ვისთვისაც ხარისხი პრიორიტეტია და შესაბამისი თანხის გადახდის სურვილიც აქვს, ძალიან ცოტაა. ასეა ნებისმიერ სფეროში საქართველოში.
    მეორე, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, არის გაუცნობიერებელი, სუბიექტური დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტული ფოტოგრაფისადმი. დაახლოებით იგივე, რაც პოპულიზმი.
    მაგალითად: " - ნიკონ ქენონიშვილი იცი რა მაგარი ფოტოგრაფია?
    - ეგ რომელია?
    - ღადაობ? ცნობილაძის ქორწილი რომ გადაიღო...
    - აუ, ხოო. დაჟე, ძერსკიამაც თქვა, რო ეგ მაგარია და ესეიგი მართლა მაგარი ფოტოგრაფია. უეჭველი მაგას ვუთხრათ"
    ამ დროს, შეიძლება საერთოდ არ იყოს კარგი ფოტოგრაფი. უბრალოდ, ერთხელ ვიღაც ცნობილს გადაუღო და მერე ვიღაც ძერსკმა თქვა რო კარგიაო.

    ReplyDelete
  5. ირაკლი ორივე ფაქტორში გეთანხმები, მგონი შენც ეთანხმები ჩემს მოსაზრებებს. ეს სტატია მიზნად არ ისახავს იაფასიანი ოპერატორების გაძვირებას ან გაქრობას, სტატიის მიზანია დაანახოს კლიენტებს ის სხვაობები რაც ფასებშია მსოფლიო მასშტაბით და ის უთანასწორობა და დისბალანსი, რადიც გვიწევს მუშაობა

    ReplyDelete
  6. გიორგი, შენი მოსაზრება ასახავს რეალობას და გეთანხმები რასაკვირეველია. უბრალოდ 2 მთავარი ფაქტორი ჩამოვწერე, რაც ამ რეალობის მიზეზია. მართალია DJ Birthday. დღეს იაფიანი ფოტოტექნიკა ძალიან ხელმისაწვდომია. 500 ლარად საერთოდ იყიდი კამერიან-ლიზნიან-განათებიანად ნამხარ ტექნიკას. რა თქმა უნდა მესმის, რომ მთავარი ისაა ვინც კამერის უკან დგას და არა თვითონ კამერა. ყველა ნიჭიერს მივესალმები და ყოველთვის სამაგილოთა ჩემთვის ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანი, მათ შორის ფოტოგრაფიც. მაგრამ ძაააალიან ბევრია ამ საქმით დაკავებული. კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ვთვლი, რომ მიწოდება უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა. დროის ფაქტორია უბრალოდ და დაბალნსდება. კლიენტიც განასხვავებს და ვინც კონკურენციას ვერ გაუძლებს, ბაზრიდან გავა ავტომატურად. ოღონდ, ეგ როდის მოხდება არ ვიცი :)

    ReplyDelete
  7. კი ირაკლი, გეთანხმები, ჩემს შემთხვევაში ზუსტად დრომ ითამაშა როლი, ვიცი ორი ან სამი წკის მერე ეს თემა ნაწილობრივ დაძლეული იქნება. თუმცა კახეთში მიწოდება უტოლდება მოთხოვნას და ზოგჯერ უფრო ნაკლებია, ვსაუბრობ ნორმალურ ფოტო ვიდეო სტუდიებზე

    ReplyDelete
  8. mogesalmebit megobrebo.1q rigshi bodishs mogicdit am shiftistvis,vinaidan vzivar sxvis komptan da araqvs qartuli fonti.minda gitxrat rom marto is ar aris problema,iafiania da dzviriani,problema isaaa ,rom dzvirianic ki cudat igebs.me photographi var da vici rac xdeba bazarze.tipi daitrevs karg lionzas karg kameras da daidebs fass,ra vqna dzviriania aparaturao.mis saqmeshi lomis wils 70 % aketebs kamera da linza.misi codna gadadis ukana planze da yvelaze cudi isaa rom xalxma ar icis xarisxis cnoba.rogor sheidzleba mogeconos photo sadac ca mcvane da balaxi lurji da saxeze gadaves 2 kviris mkvdris feri? imedia chveni xalxi gaigebs xarisxs fass da realurad shearchevs photographs. lasha shalammberidze www.photographer.ge

    ReplyDelete
  9. კარგი სტატიაა მასეთი სიტუაციაა დღეს ბაზარზე, მაგრამ როცა იძახით 5კ-დან ზევით ღირს ლინზა/აპარატი და ქორწილში 400 ლარამდე ვიღებთო კი მაგრამ ყოველ წელს ხომ არ ცვლით ლინზებს და აპარატს? თბილისში მყოფი კარგი ფოტოგრაფი ძალიან მალე ამოიღებს თავის "ინვესტირებულ" თანხას. რეგიონებში კი ნმადვილად სხვა სიტუაციაა.

    ReplyDelete
  10. ზოგადად ამ სფეროს, როგორც სხვა უამრავს საბაზრო სიტუაცია არგულირებს ქვეყანაში და ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
    ეკონომიურ მდგომარეობასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ასევე
    ხალხის ზოგადად ფოტო-ვიდეო მასალის ხარისხის შეფასებასა და აღქმაში. ანუ ზოგადად ჯერჯერობით დაბალი კულტურაა ამ სფეროში მოთხოვნაშიც და ასევე მიწოდებაშიც

    მე პირადად მიმაჩნია რომ პროფესიონალური ფოტოგრაფია საკმაოდ დიდ დანახარჯებს მოითხოვს, იმიტომ რომ მუდამ განახლებადია ტექნიკა
    1.კამერის რესურსი
    2. ლინზების რესურსები
    3.განათება და სხვა აქსესუარები ესეც განახლებას მოითხოვს
    4. კომპიუტერული უზრუნველყოფა- აქაც ნორმალურად სამუშაოდ ძლიერი მონაცემების ტექნიკაა საჭირო, (თუნდაც პროფესიონალური მონიტორი რა ფასი ღირს) ეს ტექნიკაც ასე თუ ისე მალე ითხოვს აფგრეითს
    5.პროგრამული უზრუნველყოფა. ფასიანია
    ყველა პროგრამა და მარტო ფოტოშოფი არ არის საკმარისი
    6. ოფისის ხარჯები

    ამ ზემოთხსენებული ჩამონათვალის ჩარჩოებშია მოქცეული განვითარებული ქვეყნების ფოტოგრაფია
    საქართველოში ყველა ცდილობს "რაღაცნაირად გამოძვრეს იაფად" :)
    რა ვქნათ ეგეთ დროში ვცხოვრობთ
    გერმანელს აზრად არ მოუვა კარტრიჯში მელანი ჩაასხას და კიდე ლაითრუმი ტორენტიდან გადმოწეროს და ა.შ.

    ქვეყნის განვითარებასთან ეგ ყველაფერიც მოვა და ისეკი არაფერი გვეშველება

    ReplyDelete
  11. რამოდენიმე წლის წინ ტელეფონები ჩამომქონდა ამერიკიდან, გადასარევად იყიდებოდა 450ლარად, (170-200)ლარი ჯდებოდა, აქ მყოფ ანალოგებზე 2 ჯერ Iაფად... ხოდა რა მოხდა მერე... სხვამაც ჩამოიტანა და 430 გაყიდა, ამ სხვას კიდევ სხვამ მიბაძა 400 ლარად გაყიდა და საბოლოო ჯამში 180 ლარზე ჩამოვიდნენ... როდესაც თავისუფლად შეეძლოთ 450 ლარად გაეყიდათ...
    ხოდა რისი თქმა მინდა - ბიზნესის კეთება იაფად გაყიდვა არ არის...

    ReplyDelete
  12. ვეთანხმები სტატიას. პატარა მაგალითი : დაბრუნებისას საქაერთველოში 7000-ის ტექნიკა მქონდა ჩამოტანილი... მომიწია გაყიდვა და მინიმუმის დატოვება, იმის გამო რომ არ იპფრებოდა ხარჯი, შეუძლებელია 300 ლარით ასეთი ხარჯის გადაფარვა. კიდევ ერთი ფაკტორი რომელიც ზოგს გონია რო არ ითვლება მუშაობაში... :) დამუშავება სურათების, მინიმუმ ერთი იმდენი დრო უნდა რასაც გადაღებას...

    ReplyDelete
  13. გაწეულ ხარჯში მარტო ტექნიკას თვლით და ფოტოგრაფს რამდენი დრო, გამოცდილება და ხარჯი სჭირდება რომ კარგი შედეგი დადოს? დრო-ფულია, + სურათების დამუშავებას ბევრად მეტი დრო სჭირდება.

    ReplyDelete
  14. ფასს კარნახობს ბაზარი.

    ReplyDelete
  15. ფასს გკარნახობს შენი პროფესიონალიზმი, გაწეული სამუშაო და ის კაპიტალი რაც ტექნიკაში ჩადე

    ReplyDelete
  16. დავიწყებ იქედან რომ ყველა იწყებს რაღაცით.. არამგონია დაიწყო ქორწილების გადაღება და ეგრევე დაადო 1500 ლარი. რატომ? იმიტომ, რომ ჯერესერთი გამოცდილება არ გაქვს და მაქს ipone-ის ხარისხის ფოტოები გადაიღო ბოლო მოდელის ნიკონის ან ქენონის აპარატებით და ობიექტივებით. არ აქვს მნიშვნელობა რა გიკავია ხელებში, მთავარია ცოდნა გქონდეს და შეიძლება galaxy s7 და ipone 6 -ით ბევრად უკეთესი ფოტოები გადაიღო ვიდრე ფოტოგრაფი რომელსაც ბოლო მოდილის აპარატურა უკავია ხელებში. ცოდნა საიდან მოდის? ბევრი.... მეტი... მეტი... მეტი და კიდევ უფრო მეტი პრაქტიკისგან და თეორიული ცოდნისგან. და ვერავინ მეტყვის რომ კამერას ხელში დავიჭერ და გადავიღებ როგორც პროფესიონალი.. ვერ გადაიღებ! სულ რო დედამიწა შუაზე გასკდეს! ძვირი იმის მომსახურება ღირდეს ვინც იმსახურებს მაგ სიძვირეს, თორე ვისაც nikon d5 უკავია ხელებში და თავს ფოტოგრაფად თვლის და მარტო იმიტო წევს ფასს რომ მაგ კამერის სესხის დაფარვა უნდა ეგ არასწორია... რაც შეეხება კლიენტურას... კლიენტს მაგარი არ აინტერესებს რა გიკავია ხელებში. ის უყურებს შენს პორტფოლიოს და იქედან გამომდიანრე აკეთბს დასკვნებს. იმას მოსწონს შენი გადაღებული ფოტოები? იქნებ შენ ნიკონ დ3200 იღებდი? და რა? მთავარია კლიენტი კმაყოფილი იყოს და მისცე ისეთი ხარისხის ფოტოები როგორსაც შენგან მოელის. ფასის დაკლებას რაც შეეხება.. როცა "high class" ფოტოგრაფი გქვია და მაღალი დონის ქორწილებს იღებ (ანუ ძვირადღირებულს) მანდ ფულს აღარ აქცევენ ყურადღებას. ანუ არავინ გეტყვის "აუ ბრატ დამიკელი 200 ლარი რა იმიტომ რომ 1500 ლარი მეძვირება" როცა ქორწილში 50000 და მეტს იხდის. ეგეთი კლიენტი თუ მართლა მაგარი ხარ და მართლა შენ ჭირდები და არა სხვა- 5000 საც გადაგიხდის იმიტომ რომ ეცოდინება რომ შენ და მარტო შენ შეგიძლია "WOW" ფოტოების გადაღება. და როცა ქორწილი გიჯდება 5000 ლარი ჯამში, მანდ უკვე 1500 ლარიან ფოტოგრაფს ნაკლებად გაწვდები.ამიტომ იქირავებ 200 ლარიანს და იტყვი "სამახსოვროდ მაინც დამრჩება ფოტოები" მაგრამ ის 200 ლარიანიც კი იმაზე მაგარი უნდა იყოს ვიდრე ვიღაცა, რომელსაც თუნდაც შენნაირი ფოტოაპარატი უკავია ხელებში. და აი მანდ ჩანს უკვე ცოდნა და პრაქტიკა.. საბოლოოდ- ყველამ ფასი რო მოუმატოს იმის გამო რომ ტექნიკა ძვირი ღირს-არასწორია. ფასი=ხარისხს. სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ვთქვათ რომ: თუ მაგარი ფოტოგრაფი ხარ, გადაიღებ ნებისმიერი კამერით და ნებისმიერი ობიექტივით ისეთ ფოტოებს როგორიც ბევრს არც დაესიმზრება და სულ არაა საჭირო 20000 ლარიანი Gear გქონდეს. აქედან გამომიდანრე უნდა იყო გამორჩეული და უნდა იცოდე(!) გადაღება რომ მოითხოვო ადეკვატური თანხა შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, არა იმიტომ რომ ჩანთაში 20000 აპარატი მიდევს და მაგ თანხის ამოღება მინდა და სულ მკიდია რა ხარისხს მივაწვდი ჩემს კლიენტს.

    ReplyDelete
  17. კი გეთანმები, მე ვიცი რომ ხედვა მთავარია, რომ ტექნიკურად არც თუ ძლიერი ფოტოგრაფი შეიძლება ვაუ ფოტოებს იღებდეს და ასეთს ვიცნობ რამდენიმეს, მათ შორის ჩემ თავს. მე ვცდილობ მ სტატიით კლიენტს მივაწოდო ინფორმაცია თუ რა ძვირია ჯერ მრტო ტექნიკა, იმ თემებზე რაც აქ დაიწერა რომ ინტელექტუალური შრომას კიდევ ცალკე ფასი აქვს დ ასევე დამუშავება ცალკე დროს მოითხოვს, არ დამიწერია, თუმცა მე ეს კარგად ვიცი. მაგაზეც დავწერ სტატიას. მე სიმართლეს კარგად ვუყურებ თვალებში და ჩემი კლიენტიც მყავს, უბრალოდ რეგიონებში მართლა ძაან წვალობს ხალხი, პროფებიც და საშუალო დონის ფოტოგრაფებიც. იმიტომ რომ თანხა არის დაბალი.

    ReplyDelete
  18. Teqnikis sidzvires tavi daanebet pirvel rigshi shroma unda dapasdes qorwilis gadageba martla dachxakuneba ki nu ggoniat 12-14 saati pehze dgahar dazdev sidze patardzals wvima tovlshi sicxesshi da mtvral halhis shedzahilze jo gadamigeo unda godougo. 2000 is teqnika maqvs ert tveze amovige sul 2 tve vmushaob dgeshi 70 lars vigeb darbazidan 60 qorwili gadavige gavwydi welshi magram am halhs arc vugeb harishianad ai tu daamata 300-400 lari mashin vamushaveb da sxva kuthit vudgebi saqmes. Ramdensac gadaihdis imdens miigebs))) yvelaoeri martivia...

    ReplyDelete
  19. Dzalian kargia ro dabali pasis da donis pjotographebi aris halhic kmayopilia visac gadahda ar sheudzlia da profesionalic chans phonze. Aba 9 profesionali iyos da erti gadamhdeli klienti egec tehavs))) me jer damwyebi var dabal phasshi davdivar gamocdilebas vkrep magram ukve vhedav ro shemidzlia da fanebic gamomichnda dzalian hshirad ukrainelebs vugeb photosesiebs da kmayopili arian ara da iq ganvitarda photographia. Maqvs nikon d5200 da 50mm 1.8g da erti manuali ganateba kontaxis da vhedav ro 800 larian qorwilsac satanado harishs mivawvdi.

    ReplyDelete
  20. მინდია გეთანხმები, ამ სტატიაში თავისუფლად შემეძლო ეს შრომაც დამეწერა, მეც ქორწილებს ვიღებ და ვიცი რაცაა, მხოლოდ ტექნიკაც კი საკმარისია რომ ფასი იყოს მაღალი, გამომდინარე შენი აპარატურიდან და გამოცდილებიდან. დამილინკე შენი ფოტოები თუ შეიძლება

    ReplyDelete
  21. კარგია ეს თემა რომ წამოიჭრა.რას შეუძლია გავლენის მოხდენა კლიენტებზე და შემსრულებლებზე?ფოტოკონკურსებია საჭირო და კომპეტენტური ჯიური და აზრიანი ნომინაციები.ეს გამოასწორებს ბაზარს და მთლიანად დაუქვემდეწბარებს ცივილურ ფორმებსა და სტანდარტებს. facebook.com/gogiyes ეს ჩემი გვერდია ყოველი შემთხვევისთვის. :)

    ReplyDelete
  22. თქვენს ბიზნესში შექმნილი პრობლემების გამო ქართველებზე დაცინვით ლაპარაკი არ არის ლამაზი.

    ReplyDelete
  23. მართალია , მარტო ამ სფეროში კი არა ყველა სფეროში ეს სიტუაციაა , ეს საქართველოა, ეს ის ქვეყანაა სადაც შემოსავალი ნაკლებია ხარჯზე .. და სირცხილია ..გამოსაფხიზლებელი სტატიაა და სიამოვნებით გავაზიარებ ყველამ წაიკითხოს..

    ReplyDelete
  24. ანონიმოუს, რას გულისხმობთ დაცინვაში?

    ReplyDelete
  25. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  26. ამიტომ ორი კამერა უნდა გქონდეს ერთი იაფიანი 500 ლარიანი და მეორე ძვირიანი :) ერთით უნდა გადაიღო 200 ლარიანი და მეორეთი ძვირიანი შეკვეთა :)) ხარისხს მაინც ვერ მიხვდებიან სოფლებში

    ReplyDelete
  27. ვფიქრობ მსგავს ივენთების ფოტოგრაფიის ფასი, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარეობს როგორიცაა ფოტოგრაფის პროფესიონალიზმი რა დონეზეა ის დამწყებია თუ ა.შ, ასევე აპარატურა თუ რამდენად კარგი აპარატურა აქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს მოქალაქეთა ცხოვრების დონის გათვალისწინება, შევედაროდ ევროპის ქვეყნებს რა ფასებია იქ ვთქვათ ხოო იგივე ფასს ვერ შევთავაზებთ დამკვეთს (დამკვეთსაც გააჩნია) ჩვეულებრივ ეკონომიკურად საშუალო დონის ოჯახს სასწაული ფასი, რომ დაუდგინო დაკლებას შემოგთავაზებს ნამდვილად. კი ნამდვილად თქვენი ინტეკექტუალური შრომაც გასათვალისწინებელია მარტო გადაღება არაა, იქ დამუშავება შეიძლება დასჭირდეს ფოტოს და რავიცი კიდე...

    ReplyDelete
  28. ესეიგი რა გამოდის :დდ მე უნდა გადავიხადო 4000$ დაბალ ხარისხიანი ლინზით გადაღებულ ფოტოებში იმისთვის, რომ ფოტოგრაფმა იყიდოს ნიკონის 24 - 70 მმ 2.8 დიაფრაგმიანი ლინზა, რომლითაც მომავალში ვიღაც მავანს გადაუღებს უმაღლესი ხარისხის ფოტოს? WHY?? :D

    ReplyDelete
  29. რატომ? რა ლოგიკით ამბობთ რომ უნდა გადაიხადო 4000$ დაბალ ხარისხიანი ლინზით გადაღებულ ფოტოებში? ეს ერთი და მეორეც ტექნიკა სულაც არაა მთავარი. უამრავ მაღალი კლასის ლინზიან ფოტოგრაფს ვიცნობ, რომელიც გაგებაში არაა რა არის კომპოზიცია სინათლე ან სულაც ფოტოს დამუშავება.

    ReplyDelete
  30. ცალკე პრობლემაა კიდევ გარბენი. მათთვის ვისაც პროფესიონალური კამერა აქვს. შეიძლება თავი ისე ამოწუროს ტექნიკამ, საკუთარი კრედიტი ვერ დაფაროს.
    ამიტომ ფოტოგრაფები გადაგვარების პირას არიან, არა მარტო საქართველოში. ტენდენცია ამერიკიდან წამოვიდა, რომ მაღალი რანგის ივენთებზე სმარტფონიანი ფოტოგრაფი დაიქირავონ. ისევე როგორც დენის წყარო მზის ელემენტებით ჩაანაცვლონ, მანქანები - ველოსიპედებით და ა.შ.
    ჩემი აზრით, ყველგან კრიზისი აქვს პროფ.კამერიანი ფოტოგრაფების ერას. თუ ქირაობენ, ქირაობენ პიროვნება ფოტოგრაფს ხედვით, და ტექნიკას აღარ ხამდებიან, თუნდაც ფირის კამერით იღებდეს. თვითონ პიროვნება ხდება პროდუქტი.

    ReplyDelete
  31. თიკო გეთანხმები, რომ კრიზისი დაიწყო სმარტფონების გამოჩენის შემდეგ და ყველა უკვე ფოტოგრაფია ვისაც რაღაც დევაისი აქვს, რასაც შიდა კამერა გააჩნია. თუმცა იმას რასაც სულ ბოლოს ამბობ, სწორედ რომ შეუძლია გადაარჩინოს კარგი ფოტოგრაფი და ფოტოგრაფია. ჟანრების ცვლილებას და სოც. მედიას ვინც კარგად აუღებს ალღოს ის გადარჩება. ჩემ თვალში ის ადამიანები არც არიან ფოტოგრაფები, ვისაც მაგარი კამერები აქვთ, მაგრამ ვერ იყენებენ და ვერ იღებენ. ისინი არა ფოტოგრაფები, არამედ კამერის მფლობელები არიან ისედაც.

    ReplyDelete
  32. თუ გექორწილება უნდა გადაიხადო კიდეც, და თუ ხელოვანს ან ხელოსანს ევაჭრები სირცხვილი შენ ვინც გინდა იყავი, შევაჭრება მოსულა ვაჭრებთან და არა ხელოსნებთან და ხელოვანებთან!

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...